пятница, 28 февраля 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

      ტრენინგის მეცხრე დღე საუკეთესო განწყობით დავიწყეთ. გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. ვიმუშავეთ ბლოგის გაჯეტებზე. კიდევ ერთხელ  გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და შევასწორეთ ხარვეზები.
     ვისწავლეთ ფოტოალბომის   შექმნა   https://picasaweb.google.com/home   -ზე, გავაკეთეთ  ჩვენი პროექტის ფოტოგალერეა. მოვახდინეთ  პროექტების პრეზენტაცია. მოვუსმინეთ ერთმანეთს და მივეცით მეგობრული რჩევები.
შევაჯამეთ ტრენინგ-კურსი.
     დამთავრდა  ინტელის   ძირითადი სასწავლო   კურსი. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაგვეხმარება სასწავლო პროექტების განხორციელებაში.
    ტრენერმა, ქალბატონმა ქეთევან ცერაძემ გადმოგვცა სერტიფიკატები.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს უაღრესად მნიშვნელოვანი  და საინტერესო ტრენინგისათვის. მან საფუძვლიანად შეგვასწავლა   ტრენინგით გათვალისწინებული მასალა. 
     ძალიან  დიდი  სურვილი მაქვს, რომ ასეთი ტრენინგები იყოს ხშირად და ტრენერი იყოს ქალბატონი ქეთი ცერაძე.
     ქალბატონ ქეთი ცერაძეს ვულოცავ  დედის დღეს, რვა მარტს და   ვუსურვებ წარმატებებს  პირად ცხოვრებასა და   შემოქმედებით საქმიანობაში!




воскресенье, 23 февраля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

  გავიხსენეთ და გავიმეორეთ გავლილი მასლა.  შევქმენით მასალა ფასილიტაციისათვის. ვიმუშავეთ   პროექტის გეგმაზე და მოვახდინეთ მისი სრულყოფა. ვისწავლეთ ჰიპერლინკების დადება და მოხსნა.
ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო .  გავაკეთეთ დღის რეფლექცია.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს უაღრესად საინტერესო  ტრენინგისათვის.

суббота, 22 февраля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

   მიმოვიხილეთ  საშინაო დავალება და გავიმეორეთ ნასწავლი მასალა.  ტრენერმა უპასუხა მსმენლთათვის   საინტერესო მნიშვნელოვან  შეკითხვებს.  ვისაუბრეთ
პროექტში მოსწავლეთა საჭიროებების   გათვალისწინებით.
ვიმუშავეთ :

  • პროექტის გეგმის დახვეწაზე  
  • ვისწავლეთ ბლოგზე ჰიპერლინკის   დადება და მოხსნა 
  • ვორდისა და ექსელის ფაილის გადატანა   ბლოგზე
  • ბლოგს დავამატეთ    ტრენინგის განრიგის ლინკი. 

 გავაკეთეთ დღის რეფლექსია.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

  გავიხსენეთ და გავიმეორეთ გავლილი მასალა.
 განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
 ვიმუშავეთ   მოსწავლის ბლოგებზე. ვისწავლეთ:
    

  • ბლოგის  გვერდების შექმნა და  გაჯეტების ჩასმა; 
  • მოსწავლის პრეზენტაცია
  • გავაკეთეთ დღის რეფლექსია.


суббота, 15 февраля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

    ტრენინგის მეხუთე დღე   ჩვეულებისამებრ  დავიწყეთ    ნასწავლი მასალის გამეორებით. ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე.    ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მოვახდინეთ მისი სრულყოფა.
     გავეცანით:

  •  საავტორო უფლებების დაცვას 
  •  შევისწავლეთ   შაბლონში მოძიებული მასალის ლინკის გადატანა    
  • შევქმენით მოსწავლის ბლოგ   
  • ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინის შეცვლაზე
  • ვისწავლეთ ბლოგზე სურათის, გამოკითხვის და კომენტარის   გაჯეტების შექმნა
  •  ბლოგის ჩანაწერში ლინკის ჩასმა.

   გავაკეთეთ   დღის რეფლექსია.

воскресенье, 9 февраля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

   ტრენინგის მეოთხე   დღე  დავიწყეთ   გავლილი მასალის გამეორებით . განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, შევქმენით შეფასების მონახაზი. გადავედით ახალი მასალის გაცნობაზე.
     შევისწავლეთ:

  •  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის    შექმნა     
  •  ბლოგზე ატვირთვა

   წარმატებულად დავასრულეთ მეტად საინტერესო პროექტის კიდევ ერთი დღე.


суббота, 8 февраля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

      ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. დავადგინეთ პროექტის სტანდარტი  და სტანდარტიდან გამომდინარე  განვსაზღვრეთ  პროექტის მიზანი; გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო   შეკითხვებს; განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი  კითხვების ნიმუშები, რომლებიც გამოვიყენეთ   ჩვენი პროექტების სასწავლო გეგმების შედგენისათვის.
      ასე წარმატებულად   დავასრულეთ ძალიან საინტერესო პროექტის მესამე დღე.